მომზადებას ვიწყებთ სოსისის დაჭრით. დაჭრილ სოსისს ხახვთან ერთად ვათავსებთ წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე და ვწვავთ. რამდენიმე წუთში ვამატებთ ნიგოზს და ვაგრძელებთ შუშვას. შემდეგ ვუმატებთ ნაღებს. უწყვეტი შუშვის პროცესშივე დავამატოთ:ნიორი, როზმარინი, მდოგვი, პილპილი და მარილი. მომზადებული მასა გადავიტანოთ აისბერგის ფოთლებში, გავაფორმოთ ბროწეულით და ქინძით. გემრიელად მიირთვით! იხილეთ მომზადების ვიდეო: