ცომისთვის ფქვილი, კვერცხი, მწიკვი მარილი, არაყი, ზეთი და წყალი მოვზილოთ 5-7 წუთის განმავლობაში. უნდა გამოვიდეს ხინკლის ცომზე რბილი. დარჩენილი ინგრედიენტები და მწვანილები დავჭრათ, დავუმატოთ 100 გრ ყველი. გავაბრტყელოთ ცომი, ნახევარზე დავდოთ გულსართი, გადმოვკეცოთ და შევკრად კარგად, ისე რომ კარგად დაიტკეპნოს. როგორც ჩებურეკი. ვაცხობთ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან. რომ გადმოვიღებთ მოვუსვათ კარაქი.