დავჭრათ ატამი კანიანად. შეგიძლიათ გათალოთ. დაჭრილ ატამს დავამატოთ დაჭრილი ვაშლი და ერთად ვადუღოთ 20 წთ. შევაგრილოთ, შემდეგ დავაბლენდეროთ ან დავაჩოპეროთ, მხოლოდ შემდეგ გავატაროთ წვრილ საწურზე ან საცერში. მივიღებთ სქელ ფაფას, რომელსაც ვაყრით შაქარს, ცოტა ლიმონმჟავასაც. ვადუღოთ დროდადრო მორევით მინიმალურ ცეცხლზე. მალევე სქელდება, როცა ჯემი სრიალა აპკს გაიკეთებს, ჯემი მზადაა. ჩავასხათ მდუღარე ჯემი გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ. შევფუთოთ სრულ გაცივებამდე.