ხაჭაპური შამფურზე
+ N/A
ხაჭაპური შამფურზე
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი ზემოდან გადასასმელად
  • სულგუნი
  • მზა საფუვრიანი ცომი
მომზადების წესები

ცომი გავაბრტყელოთ და ლენტებად დავჭრათ..
სულგუნი დავჭრათ მართკუთხა ნაჭრებად. ყველის ნაჭრების სისქე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისქის ხაჭაპურს გავაკეთებთ.

წამოვაცვათ ყველის ნაჭრები შამფურზე და გარშემო ცომი შემოვახვიოთ, ისე რომ ყველი მთლიანად დაიფაროს. გადავუსვათ კვერცხი და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეიძლება ღუმელშიც გამოვაცხოთ.

ყველთან ერთად, შეგვიძლია ბეკონის ნაჭრები ჩავაყოლოთ, თუმცა ეს ხაჭაპური აღარ იქნება.

How to make Khachapuri on spit

ტეგები:
ყველი ხაჭაპური ნანახია: 42661