გავთალე მსხალი, ყუნწები დავუტოვე, დავასხი წყალი და წამოვადუღე, თან მოვქაფე. ამოვიღე მსხალი და დავალაგე დუშფალანგზე, ეს წვენი გადავწურე საცურზე. მსხლის ნახარშს დავამატე შაქარი და წამოვადუღე, ჩავალაგე მსხალი, 20 წუთი ვადუღე თან მოვქაფე და გამოვრთე გაგრილებამდე. მეორედაც წამოვადუღე ისევ 20 წუთი, თან მოვქაფე და გამოვრთე. ბოლოს ანუ მესამედ დავამატე ლიმონის ნაჭრები ვანილი, მიხაკის მარცვალი, ლიმონმჟავა, ვადუღე სანამ მსხალმა პრიალი არ დაიწყო, გადავიტანე გასტერილებულ ქილებში და ცხელი მოვხუფე.