6 ჭიქა ფქვილი და 150გრ კარაქი გავაფხვიეროთ. გავაკეთოთ თასში ღრმული, ჩავასხათ 400გრ არაჟანი, მოვაყაროთ 1ჩკ სოდა. დავუმატოთ 1 ცალი გათქვეფილი კვერცხი. დავამატოთ 1ჩკ შაქარი, 1ჩკ მარილი. მოვზილოთ ნაზი ცომი. გადავაკრათ ცელოფანი დავასვენოთ მაცივარში 2სთ. გავხეხოთ 700გრ უმარილო ყველი და 300გრ სულგუნი. ჩავდოთ ცომში, მოვახვიოთ, გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვუსვათ კვერცხის გულისა და არაჟნის ნარევი. გამოვაცხოთ 250 გრადუსზე.