ხორბლის და სიმინდის ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს (შეგიძლიათ მხოლოდ ხორბლის გამოიყენოთ), დაუმატეთ მარილი და შაქარი, შემდეგ შეურიეთ დარბილებული კარაქი და ხელით შეურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და დაიწყეთ ცომის მოზელვა. უნდა მიიღოთ მკვრივი ცომი. შეფუთეთ სამზარეულოს ცელოფანში და დაასვენეთ. ამასობაში სულგუნი გახეხეთ, შეგიძლიათ შეურიოთ სხვა სახეობის ყველიც (თუ საზღვარგართ ხართ, გამოიყენეთ მოცარელა). კარგი იქნება, ყველს 1 სკ ფქვილს თუ შეურევთ, შიგთავსი გარეთ აღარ გადმოვა. ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააფრთხილეთ, გადაიტანეთ შიგთავსი და შეკარით. შემდეგ კვლავ გააბრტყელეთ, გადაიტანეთ გახურებულ ცხიმწასმულ ტაფაზე, ცენტრში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ, რათა ჰაერი გამოვიდეს. ძირი რომ დაებრაწება, გადმოაბრუნეთ და მეორე მხრიდანაც გამოაცხვეთ. შეგიძლიათ კვლავ გადააბრუნოთ სრულ მზადყოფნამდე. თავზე გადაუსვით კარაქი და გემრიელად მიირთვით. წყარო