ბადრიჯანი, დავჭერი და დავაყარე მარილი, დავტოვე დაახლოებით 40 წუთი. ცალკე დავჭერი ბულგარული წიწაკა და სტაფილო, შემდეგ ყველა ეს ბოსტნეული შევწვი ბოსტნეული ზეთში, ცალ-ცალკე. გატარებულ ნიგოზს დავუმატე, დანაყილი ნიორი, მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ძმარი, წიწაკა, შემწვარი ბოსტნეული და დაჭრილი ქინძი, მარილი გემოვნებით. სულ ბოლოს ყველაფერი ერთად ამოვურიე.