ავთქვიფე კვერცხი, მწიკვი მარილი, ვანილ, შესქელებული რძე და დავაცერი ფქვილი, გამაფხვიერებელთან ერთად. მასა თხელი გამოვიდა, გადავიტანე ქაღალდ დაფენილ სტანდარტულ საცხობ ფორმაზე და გამოვაცხვე წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე, ზედა და ქვედა წვით. გადმოვიტანე, გადავახვიე სამზარეულოს ნაჭერზე, ისე რომ ძირი დახვევისას მოექცეს შიგნიდან და გავაჩერე 10 წუთით, შემდეგ გავხსენი, გადავუსვი შავი მოცხარის ჯემი და ფრთხილადვე გადავახვიე.