ქათმის ფარშს შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად ავზილოთ, გავაკეთოთ კაკლისოდენა გუნდები და შევწვათ გაცხელებულ ზეთში, ღრმა ტაფაზე, შემდეგ ამოვიღოთ თეფშზე. პარალელურად მოვხარშოთ პასტა შეფუთვაზე მოცემული წესის მიხედვით. იმავე ტაფაში, რომელშიც ხორცის ბურთულები შევწვით, დავუმატოთ ზეთი, ჩავაგდოთ ნიორი და მოვშუშოთ, ამოვიღოთ ტაფიდან, ჩავასხათ პამიდორი, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ბაზილიკი და წამოვადუღოთ რამდენიმე წუთით. შემდეგ შევურიოთ მოხარშული პასტა, ამოვურიოთ, დავუმატოთ ხორცის ბურთულები, ცეცხლზე გავაჩეროთ 1-2 წუთი და ფრთხილად ამოვურიოთ. ბოლოს მოვაყაროთ პარმეზანი.