ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვთუშოთ კარაქში. დავასხათ ხორცის ბულიონი, ტომატი, საწებელი, ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები და ვხარშოთ დამატებით 15 წუთი. ბოლოს დავამატოთ მწვანილები, დაჭრილი წიწაკა, პილპილი და მარილი.