ბადრიჯანი თხლად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და დავდგათ 20 წუთი, შემდეგ გავწუროთ და ტაფაზე, გახურებულ ზეთში შევწვათ ორივე მხარეს, ამოვიღოთ საშრობ ქაღალდზე დასაწრეტად. პამიდორი დავმდუღროთ, კანი გავაცალოთ და დავჭრათ. ხახვი, ნიორი და მწვანილი წვრილად დავჭრათ. ნიორი და ნახევარი მწვანილი შევურიოთ პამიდორს, შევანელოთ მარილით და წიწაკით. სოუსი ჩავასხათ საცხობ ფორმაში. ხახვი დავუმატოთ ხორცის ფარშს, დავასხათ 1/4 ჭიქა წყალი და საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ. წყალი რომ დაშრება, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ქონდარი და ნახევარი მწვანილი. ფარშს ასევე შევურიოთ 2 ს.კ. წყალში გახსნილი ტომატპასტა. ფარში გადავანაწილოთ ბადრიჯნის ფენებზე და ჩავალაგოთ ფორმაში. კერძს ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.