ლობიო გავრეცხოთ და დავჭრათ 3-4 ნაწილად. კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად. ორივე ბოსტნეული მოვათავსოთ სხვადასხვა ქვაბში, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. კარტოფილი 5 წუთი ვადუღოთ, ლობიო - 10 წუთი, გადავწუროთ. თუნუქის ფურცელს ცოტა ზეთი მოვასხათ, ზედ გადავანაწილოთ ლობიო და კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და სეზამის მარცვლები, ზემოდან დანარჩენი ზეთი მოვასხათ და დაახლოებით 25 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ. კარტოფილი რომ დაიბრაწება, კერძი მზადაა. გამოვიღოთ, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და შაშკვლავი.