ატამი დავჭრათ 2 ნაწილად და ამოვუღოთ გულები. ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავამატოთ 1 სკ შაქარი და მივიყვანოთ კარამელის კონსისტენციამდე. ტაფაზე, გვერდით ატამი დავალაგოთ ერთ ფენად, შევწვათ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. შეურიეთ კვერცხი, ვანილის შაქარი და ზეითუნის ზეთი და აურიეთ. შემდეგ ფქვილი გავცრათ გამაფხვიერებელთან ერთად და რძით მოვზილოთ ცომი. დაასხით ცომი ტაფაში მოთავსებულ ატმებზე, ეცადეთ თანაბრად გადაანაწილოთ. ტაფას დააფარეთ თავსახური, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი.