ნესვი თხლად დავჭრათ, დავუმატოთ წვრილად გახეხილი ლიმონის ცედრა, შაქარი და სქელძირიანი ქვაბით, თავდახურული დავდგათ ცეცხლზე. ხანდახან ვურიოთ, რომ არ მიიწვას. დაახლოებით 1,5 საათში მასა დაიწყებს გასქელებას, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ხელის ბლენდერით დავაქუცმაცოთ ან ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, ან ნაწილობრივ, გემოვნების მიხედვით. ჯემი დავაბრუნოთ ცეცხლზე, დაბალ ტემპერატურაზე ვხარშოთ 7 წუთი, თან გამუდმებით ვურიოთ, რომ არ მიიწვას, შემდეგ ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში, დავახუროთ სახურავები და თავდაყირა დავაწყოთ გასაცივებლად. შევინახოთ მშრალსა და გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!