ნიგოზი დავფქვათ, დავუმატოთ ფქვილი, ვანილი, მარილი და კაკაო. ღუმელი გავახუროთ 170 გრადუსზე. კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი და 5 წუთი ვთქვიფოთ, დავაყაროთ მშრალი ინგრედიენტები და სილიკონის ნიჩბით ან ხის კოვზით ავურიოთ. ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში (25-26 სმ დიამეტრის ან 12X28 სმ-ის ფორმა) და გამოვაცხოთ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ.