სოკო ხელით დავანაწევროთ თხელ ზოლებად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, რომ სოკოს მოადგეს და ვხარშოთ, სანამ კარგად დარბილდება. წყალი რომ დაშრება, დავაყაროთ ხახვი, კარაქი და კარგად მოვშუშოთ. დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, მწვანე ხახვი, ცხარე წიწაკა, მარილი და პილპილი. 2-3 წუთში სოკოს დავასხათ გათქვეფილი კვერცხი და ამოვურიოთ. ვშუშოთ რამდენიმე წუთი და ვურიოთ, რომ კვერცხი თანაბრად მოეკიდოს.