ბადრიჯანი თხელ ფენებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და 20 წუთის შემდეგ მსუბუქად გავწუროთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი. გატარებულ თხილს დავუმატოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, მწვანილი, დანაყილი ნიორი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი და ძმარი. მასა ხელით კარგად ავზილოთ, შემდეგ შევურიოთ ბროწეულის მარცვლები. ნიგვზის მასა გადავანაწილოთ ბადრიჯნის ფენებზე და გადავახვიოთ.