ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. მჟავე მაწონში ავთქვიფოთ ფქვილი (ბრინჯის ან პურის) და კვერცხი, დავუმატოთ რძე, ცივი წყალი, მოშუშული ხახვი და მუდმივი მორევით ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. წვნიანი ვადუღოთ 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი და კიდევ წამოვადუღოთ, შემდეგ კარგად გავაცივოთ მაცივარში.