მწვანე პომიდორი დავჭერი და დავაყარე მარილი, დავტოვე დაახლოებით 5 საათი. ცალკე დავჭერი ასევე ბულგარული წიწაკა და ხახვი, მოვშუშოთ ზეთში. გატარებულ ნიგოზს დავუმატე ნიორი დანაყული, მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ძმარი, წიწაკა, ბოსტნეული და დაჭრილი ქინძი, მარილი გემოვნებით. უგემრიელესია!