შაქარი და კვერცხი გათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და ლიმონის ცედრა. დაუმატეთ მაწონი (ან კეფირი). ეტაპობრივად ჩააცერით გამაფხვიერებელი და ფქვილი. ფრთხილად ამოურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ხილის ნაწილი დაჭერით, მოასხით ლიმონის წვენი, დააყარეთ სახამებელი და ამოურიეთ (სახამებელს იმისთვის ვიყენებთ, რომ ხილი ცომში თანაბრად გადანაწილდეს), დაუმატეთ ცომს. სურვილისამებრ შეგიძლიათ შეურიოთ შოკოლადის ნატეხებიც. ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში. დარჩენილი ხილი თავზე გადაანაწილეთ და გამოაცხვეთ 180-190 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირის საშუალებით. გამომცხვარი დესერტი კარგად გააგრილეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. გემრიელად მიირთვით!