კექსი "სნიკერსი" - უზომოდ გემრიელი
+ N/A
კექსი "სნიკერსი" - უზომოდ გემრიელი
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადი
  • შესქელებული რძე, მოხარშული - 400 გ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩ.კ
  • მარილი
  • ფქვილი - 250 გ
  • კვერცხი - 3
  • რძე - 125 მლ
  • შაქარი - 125 გ
  • დარბილებული კარაქი - 125 გ
  • მარილიანი არაქისი
მომზადების წესები
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, სანამ ჰაეროვანი არ გახდება.
ცალკე ავთქვიფოთ კარაქი და თანდათან დავამატოთ კვერცხი.
ჩავამატოთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ შევურიოთ რძე. კარგად ავთქვიფოთ.
შევათქვიფოთ 370 გ მოხარშული შესქელებული რძე და რომი.
გადავიტანოთ ცომი ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50-60 წუთი.
ღუმელიდან გამოღებული კექსი 10 წუთის შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან და ბოლომდე გავაციოთ.
დარჩენილი  შესქელებული რძე ორთლის აბაზანაზე ან მიკროტალღურში გავადნოთ. თუ სქელია ცოტა რძე დავამატოთ. მოვასხათ კექსს.
იგივე მეთოდით გავადნოთ შოკოლადი და ისიც მოვასხათ, ზემოდან კი მარილიანი არაქისი დავაყაროთ.