სტაფილო გახეხეთ, ხახვი, ოხრახუში და დანარჩენი ბოსტნეული დაჭერით. გარეცხილ პომიდორს გაუკეთეთ ჭრილები და ამოავსეთ ბოსტნეულის შიგთავსით. მოამზადეთ მარილწყალი: ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და მოურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე. პომიდვრები ჩააწყვეთ სუფთა ქილებში და დაასხით მდუღარე მარილწყალი. დაახურეთ თავი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაგრილებამდე. შეინახეთ ცივ ადგილას, მაცივარში ან სარდაფში.