კარგად გარეცხეთ ვაშლით, ამოაჭერით გული და დაჭერით. ჩაყარეთ ქვაბში დაასხით წყალი, ქვაბს თავსახური დააფარეთ და მოხარშეთ 30 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. დროდადრო ამოურიეთ. გარგარი კარგად გარეცხეთ, გააჭერით შუაზე და კურკა ამოაცალეთ. ვაშლს დაუმატეთ გარგარი, ამოურიეთ და ხარშეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. მიღებული მასა დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება. მიღებული პიურე გაატარეთ საცერში. კვლავ ქვაბში გადაიტანეთ, დაუმატეთ შაქარი, ამოურიეთ და ცეცხლზე დადგით. ხარშეთ ადუღებიდან 1 საათის განმავლობაში. დროდადრო ამოურიეთ. მიღებული ჯემი გადაიტანეთ სუფთა ქილებში, მოხუფეთ და სრულ გაგრილებამდე ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. ბოლოს კი ცივ ადგილას შეინახეთ. როგორ მოგეწონათ რეცეპტი?