კიტრი და ხახვი დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ ან გახეხეთ. კიტრს შეურიეთ ნიორი, ხახვი, მარილი და შაქარი, დაასხით ძმარი და კარგად ამოურიეთ. კარგი იქნება, დიდ კონტეინერში თუ აურევთ ყველაფერს და თავდახურულს მთელი ღამით მაცივარში შეინახავთ. რაშიც უნდა ჩადოთ, მთავარია თავი დაახუროთ. მეორე დღეს კიტრის სალათა გადაიტანეთ სუფთა, მშრალ ქილებში. სალათას წვენი ექნება გამოშვებული, გადაანაწილეთ ქილებში. დაახურეთ ქილებს თავსახური მაქსიმალურად მჭიდროდ. შეინახეთ გრილ ადგილას - მაცივარში ან სარდაფში. სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ შეაზავოთ ზეთითა და მწვანილებით. გემრიელად მიირთვით!