ტოსტის პურის ნაჭრებს უხეში გვერდები მოაჭერით და გააბრტყელეთ. კრემყველს (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ არაჟნით ან ხაჭოთი) დაუმატეთ ვანილი და ქოქოსის ფანტელი. პურის ნაჭერს ნახევარ მხარეს წაუსვით კრემი და დაადეთ ბანანის ნაჭერი, როგორც ფოტოზეა შემდეგ გადაახვიეთ და გვერდები ჩანგლით დაუფიქსირეთ. კვერცხს დაუმატეთ მარილი და რძე და გათქვიფეთ. ამ მასაში ამოავლეთ ღვეზელები და შეწვით კარაქსა და ზეთში ორივე მხრიდან. ოქროსფერს რომ მიიღწებს და დაიბრაწება, მზად არის. გემრიელად მიირთვით!