ყავა მოამზადეთ და რომ გაგრილდება, კონიაკი დაუმატეთ.არაჟანს (მინიმუმ 10% ცხიმიანობით) შეურიეთ შაქრის ფხვნილი.ვიწყებთ ტირამისუს აწყობას: ფხვიერი ნამცხვარი სათითაოდ ამოავლეთ ყავაში და მოათავსეთ ფორმაში. დანამეთ ყავით, გადაანაწილეთ კრემი. შემდეგ ისევ იგივე გააკეთეთ, სანამ მასალა გეყოფათ. ბოლოს შავი შოკოლადი გახეხეთ და თავზე მოაყარეთ დესერტს.შედგით დესერტი მაცივარში 3 საათით.გემრიელად მიირთვით!