ხაჭოს დესერტი მარმარილოს ეფექტით
ხაჭოს დესერტი მარმარილოს ეფექტით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 5 ს.კ
  • ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი - 8 ცალი
  • ჟელატინი - 35-40 გ
  • კაკაო - 5 ს.კ
  • არაჟანი - 500 გ
  • ხაჭო - 400 გ
  • შაქარი - 2/3 ჭ
მომზადების წესები
ჟელატინი 30 წუთით დავალბოთ ნახევარ ჭიქა ცივ წყალში. 
ბლენდერში ავთქვიფოთ შაქარი, ხაჭო და არაჟანი.
ჟელატინს ზედმეტი წყალი გადავუწუროთ და ცხელ რძეში გავხსნათ. შემდეგ ჩავამატოთ ხაჭოს კრემში.
კრემი გავყოთ სამ ნაწილად. ერთს დავამატოთ კაკაო და ჩანგლით მოვურიოთ. კაკაო კარგად არ უნდა გაიხსნას.
მეორეს დავამატოთ დატეხილი ნამცხვარი, მესამე კი თეთრი დავტოვოთ.
ღრმა ფორმაში ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი და 2-2 კოვზი სხვადასხვა კრემი ჩავასხათ მონაცვლეობით. გავაციოთ მაცივარში 6 საათი.
ტეგები:
ხაჭო კაკაო არაჟანი ნანახია: 33535