ქლიავს გამოვაცალე კურკა, ფენაფენა მოვაყარე შაქარი, მოვასხი ძმარი და გავაჩერე 2-3 საათი. წამოვადუღე 20 წუთი და გამოვრთე, რომ შეგრილდა დავაბლენდერე ხელის ბლენდერით. წამოვადუღე ისევ 20 წუთი და გავაგრილე, მესამედ უკვე ვხარშე კარგად. მზაობას ვამოწმებ სულ ესე, გადმოვიღე თეფზე ერთი კოვზი ჯემი, კარგად რომ გაცივდა, ჩაის კოვზი ჩამოვუსვი შუაში, თუ არ შეიკრა ესე იგი მზადაა, თუ შეიკრა ესეიგი დუღილი კიდე აკლია. ცხელივეს ვასხამ გასტერილებულ ქილებში