4 კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ 250 გრ შაქარი, ვანილი, 150 გრ დამდნარი კარაქი და ერთი ჭიქა ფქვილი, მიღებული მასა დავტოვოთ 15-20 წუთი, გავაცხელოთ ვაფლის საცხობი, დავზეთოთ და ერთი სუფრის კოვზი მასა დავასხათ შუაგულში, ცხვება სწრაფად, ცხელს მაშინვე მივცეთ ფორმა.