ფარში ვზილე დიდხანს, მივეცი ფორმა და დავდგი მოსახარშად, ბოლოსკენ დავამატე კარტოფილი და უკვე მზა პროდუქტი გადავიტანე ცალკე მომზადებულ წვენში. ტაფაზე ზეთში მოვთუშე წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანე ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი და პომიდორი. მოთუშულ მასაში დავამატე ლიტრამდე მდუღარე წყალი და ჩავაწყვე მოხარშული კარტოფილი და გუფთის მოხარშული ბურთულები. დავუმატე დაჭრილი მწვანილები, წიწაკა და მარილი გემოვნებით. გაერთიანებული მასა კიდევ ვადუღე 15 წთ საშუალო ცეცხლზე.