ჩაყარეთ პურის ნამსხვრევები ღრმა თასში, დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ. ხახვი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე. საქონლის ხორცს დაუმატეთ მარილი, დაფქული შავი პილპილი, ხმელი ნიორი და რძეში დასველებული პურის ნატეხი. დაამატეთ დაჭრილი მწვანილი. ათქვიფეთ კვერცხი და ყველაფერი დაუმატეთ ხორცის ბურთულებში. მოზილეთ 5 წუთის განმავლობაში, მიეცით ფორმა და შეწვით მზესუმზირის ზეთში. სოუსისთვის ხახვი მოვშუშოთ ტაფაში 3 წუთის განმავლობაში. ამასობაში კარგად გარეცხეთ პომიდორი და დაუმატეთ ხახვს. შემდეგ დაუმატეთ დაფქული წითელი წიწაკა, დაფნის ფოთოლი, შაქარი, დაფქული ქინძი, ხმელი რეჰანი და მარილი. აურიეთ და ადუღეთ ზომიერ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ხორცის ბურთულები მოათავსეთ სოუსში და გემრიელად მიირთვით.