მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ მრგვალადდაჭრილი სტაფილო, 20 წთ-ის შემდეგ გრძლად დაჭრილი ბულგარული და ცხარე წიწაკა. ცალკე დავაბლენდეროთ ან გავატაროთ (კანიანად) პომიდორი და ვადუღოთ ნახევარი საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ, სტაფილოს მასა გადავიტანოთ პომიდორში, დავამატოთ ნიორი, მწვანილები, მარილი. ვადუღოთ 30 წთ. გადავიტანოთ ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია 20-25 წუთი.