2,5კგ ატამი გავრეცხე, კანი და კურკა გავაცალე, გავჭერი ოთხად. 500მლ წყალი ჩავასხი სქელძირიან ქვაბში, გაზზე გავაცხელე, დავუმატე 1კგ შაქარი, მოვადუღე ეს სიროფი 10 წუთი, დაბალ ცეცხლზე. შემდგომ ჩავუშვი ატმის ნაჭრები სიროფში, მოვურიე და დავტოვე სიროფში 10წუთი. გადმოვიღე თუშფალანგზე 5 წუთი. შემდეგ მეორეჯერ ჩავუშვი ხილი სიროფში, მოვურიე, დავტოვე ისევ 10წუთი სიროფში. ისევ გადმოვალაგე თუშფალანგზე და მესამეჯერ ჩაშვების წინ, 1სკ ლიმონის წვენი დავუმატე სიროფში, მოვურიე, დავუმატე ხილი,,ოდნავ მოვადუღე და დავტოვე ასე 15-20 წუთი. უკვე გასაშრობად მზა ხილის ნაჭრები გადმოვიტანე ისევ თუშფალანგზე, გავწურე კარგად და მოვათავსე საშრობის თაროებზე ცოტა მოშორებით ერთმანეთისაგან. საშრობი ჩართული იყო 65°ზე 8 საათი, შემდეგ გამოვრთე, დილას ისევ ჩავრთე კიდევ 8 საათით, ჯამში 16საათი დასჭირდა ატმის ცუკატს გასაშრობად.