წიწაკა კარგად გარეცხეთ, ყუნწი მოაშორეთ და დაჭერით. ნიორიც გასუფთავეთ და დაჭერით. ქლიავი კარგად გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და კურკა ამოუღეთ. დააწყვეთ ფირფიტაზე, მოაყარეთ მარილი და შაქარი, შემდეგ გამოაშრეთ. მნიშვნელოვანი ნიუანსი: ქლიავი უნდა იყოს მწიფე, თუმცა არა რბილი. მისი გამოშრობა შეგიძლიათ როგორც ხილის საშრობ აპარატში, ასევე ღუმელში ან თუნდაც მზეზე. აქვე დაგაინტერესებთ: მზე, ღუმელი, აპარატი - რომელია ჩირის გასაკეთებლად საუკეთესო თუკი საშრობი აპარატის გადაწყვეტთ, გამოაშრეთ 70 გრადუსზე 24 საათის განმავლობაში. ზეთი (სასურველია მზესუმზირასი) გააცხელეთ ქვაბში. ქილებში ფენა-ფენად მოათავსეთ ქლიავი, ნიორი და წიწაკა. მოაყარეთ სუნელები, შემდეგ - ისვე ქლიავი და ა. შ. ქილის გავსებამდე. ბოლოს დააყარეთ 0.5 ჩკ მარილი და 2 სკ შაქარი. დაასხით ვაშლის ძმარი, თითოეული ქილა შეავსეთ ცხელი ზეთით, დაახურეთ თავსახურები და რამდენჯერმე გადააბრუნ-გადმოაბრუნეთ ქილა. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაგრილებამდე. შეინახეთ მაცივარში ან სარდაფში, სიგრილეში. ამგვარად დამარინადებული ქლიავის ჩირი განსაკუთრებულად უხდება ხორცს, არანაკლებ გემრიელია მხოლოდ პურთანაც კი. მოგეწონათ რეცეპტი?