სუპერ ცომი პელმენისა და ვარენიკისთვის
სუპერ ცომი პელმენისა და ვარენიკისთვის
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 4 ჭიქა (შესაძლოა ნაკლებიც დაგჭირდეთ)
  • შაქარი - 1/2 ჩ.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • ზეთი - 4 ს.კ
  • გაზიანი მინერალური წყალი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები

ფქვილის გარდა, ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთ დიდ თასში.  შემდეგ თანდათანობით ვამატოთ ფქვილი. მოვზილოთ ელასტიური, პრიალა ცომი, რომელიც არ ეკრობა არც ხელს, არც მაგიდას. 
სულ ესაა! შემდეგ ჩვეულებრივად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ და მოვახვიოთ პელმენი ან ვარენიკი.

გამოდის დაახლოებით 1 კგ ცომი.

ტეგები:
ცომი პელმენი ვარენიკი ნანახია: 112169