ვაშლი დაჭერით ისე, რომ თესლები არ შეყვეს. ქლიავი გაჭერით ორად და კურკა გამოაცალეთ. ვაშლი გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი, დააფარეთ თავი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ვაშლი არ დარბილდება. შიგადაშიგ ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ქლიავი და ადუღეთ კიდევ 30 წუთის განმავლობაში. დააბლენდერეთ ხილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კი მიღებული პიურე საცერში გაატარეთ. დააბრუნეთ პიურე ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე, დაახურეთ თავი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ ქვაბს თავი მოხადეთ და პიურე კიდევ 40 წთ ხარშეთ. ხშირად ამოურიეთ, რომ არ მიიკრას. მიღებული ჯემი ცხელივე გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ თავი და გააცივეთ. შეინახეთ მაცივარში ან სარდაფში. ისეთ ჯემი გამოდის, რომ დანით დაჭრით.