ყაბაყი გარეცხეთ და გააშრეთ, დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ ორეგანო, პილპილი და ამოურიეთ. შეწვით ზეთდასხმულ გახურებულ ტაფაზე და ხშირად ურიეთ. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ტაფას თავსახური და შუშეთ ყაბაყი კიდევ რამდენიმე წუთით. გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მარილი. ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით! ასევე დაგაინტერესებთ: 5 კერძი, რომლებიც წელს ყაბაყისგან უნდა მოამზადოთ