ყველა ბოსტნეული კარგად გარეცხეთ. ბადრიჯანი დაჭერით დიდი ზომის კუბიკებად, დაასხით ცივი წყალი და ნახევარი საათით გააჩერეთ. პამიდორი დაჭერით 4 ნაწილად, ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა და ნიორი - დიდ კუბიკებად. გადაწურეთ ბადრიჯნის წყალი, გაწურეთ კიდეც. შეურიეთ ყველა ბოსტნეული ქვაბში, დაუმატეთ მზესუმზირას ზეთი, მარილი და შაქარი. დადგით ქვაბი ცეცხლზე, ხარშეთ, დროდადრო ამოურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ თავი მოხადეთ და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. ხარშვისას დაუმატეთ შავი პილპილის მარცვლები. შემდეგ დაუმატეთ ნიორი და ძმარი. ხარშეთ კიდევ 5 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გადაიტანეთ სალათა სუფთა, გასტერილებულ ქილებში. მოხუფეთ, შეფუთეთ და დატოვეთ სრულად გაგრილებამდე. თუკი მიხვდებით, რომ სითხე აკლია, ხარშვისას ცოტა წყალი დაუმატეთ.