კვერცხი, 50 გ შაქარი და მარილი გათქვიფეთ, დაუმატეთ რძე და ზეთი. ნელ-ნელა ჩააცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილი. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დააყარეთ 30 გ შაქარი. ურიეთ, სანამ კარამელის ფერი არ გახდება. ბანანი სიგრძეზე გაჭერით ორად და გადაიტანეთ ტაფაზე. ზემოდან ცომი დაასხით, კარგად გადაანაწილეთ, დაახურეთ ტაფას თავსახური და აცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე. ნამცხვრის გადმოტანა რომ გაგიადვილდეთ, თავზე თეფში დაადეთ და ტაფა ამოატრიალეთ. უმარტივესი, სწრაფი და გემრიელი ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!