ნებისმიერ ფორმაში ჩაასხით წყალი და შიგ ჩადეთ 2 კოვზი, როგორც ფოტოზეა, გაყინეთ. ნუში წვრილად დაჭერით. შოკოლადი გაადნეთ. გამუდმებით ურიეთ, სანამ გადნება. დაუმატეთ ნუში. გაყინული წყალი ამოიღეთ ფორმიდან და გადაასხით შოკოლადი ისე, რომ თავიც და გვერდებიც დაიფაროს. ესაა ჩვენი ყალიბი ნამცხვრისთვის. ფხვიერი ნამცხვარი (იგივე „პეჩენია“) დააქუცმაცეთ. შეურიეთ გამდნარი კარაქი და ამოურიეთ. კრემყველს შეურიეთ შესქელებული რძე. კარამელის მოსამზადებლად ქვაბში გადაიტანეთ შაქარი, დაუმატეთ 40 მლ წყალი. სანამ არ გამუქდება, არ მოურიოთ. კარამელისფერს რომ მიიღებს, ამოურიეთ და დაუმატეთ კარაქი. კარაქი რომ გადნება, ნელ-ნელა ჩაასხით ნაღები. მასა რომ შესქელდება, დაუმატეთ მიწისთხილი და გადაიტანეთ ჯამში. ვიწყებთ აწყობას: შოკოლადის ყალიბში ჯერ მიწისთხილიანი კარამელი გადაიტანეთ, შემდეგ - კრემი, შემდეგ - ფხვიერი ნამცხვარი ფენა-ფენად. ამოატრილეთ ნამცხვარი და გემრიელად მიირთვით!