მოვხარშოთ კარტოფილი და გავხეხოთ გათლილი. მოვხარშოთ ბრინჯი და გადავწუროთ წყლიდან. ცალკე ჯამში მოვათავსოთ უმად გახეხილი: ყაბაყი, სტაფილო, მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი. წვენს გაუშვებს და კარგად გავწუროთ ხელით. გაწურული ბოსტნეული პიურე და ბრინჯი გავაერთიანოთ დავუმატოთ მწვანილი, წიწაკა, ხახვი ნიორი... კარგად ავურიოთ. ვაკეთებთ ბურთებს და ვავლებთ სიმინდის ფქვილში. კვერცხი გავუკეთე მე, მაგრამ უკვერცხოდაც მომიმზადებია, ბრინჯისა და სიმინდის ფქვილის დახმარებით კარგად იკვრება მასა!