პომიდორი, ბულგარული, მწარე წიწაკა და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად გადავურიოთ და დამდგათ საშუალო ცეცხლზე. ჩავუმატოთ გახეხილი სტაფილო და ერთად ვხარშოთ. ცალკე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაახლოებით 40 წთ. დუღილის შემდეგ დავამატოთ ძირითად მასას.15 წთ-ის მერე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, სუნელები და მარილი გემოვნებით და ვხარშოთ კიდევ დაახლოებით 20 წთ. დროდადრო ვურიოთ. ვასხამთ მდუღარეს, წინასწარ გასტერილებულ ქილებში, ვხუფავთ, ვალაგებთ პირქვე, ვფუთავთ და ასე ვტოვებთ 1 დღე.