1 კვერცხი და 150 გრ.შაქარი გავთქვიფოთ ხელის სათქვეფელათი. დავასხათ 100 მლ რძე, 2სკ ზეთი, 50 გრ გამდნარი კარაქი და ავურიოთ. ბოლოს ვაყრით ახალგაცრილ 300 გრ ფქვილს, რომელშიც წინასწარ ავურევთ მწიკვ მარილს, ნახ.ჩ.კ.სოდასა და ვანილს. თუ მარილიანი კრეკერები გინდათ მხოლოდ 1სკ შაქარი დაამატეთ და ამოიღეთ ვანილი. მოვზილოთ ცომი ჯერ თასზე, შემდეგ სამუშაო დაფაზე. დამატებით სამუშაოდ დაგვჭირდება 200 გრ ფქვილი. ცომი ხელზე არ უნდა გვეკრობოდეს. ცომს ვაბრტყელებთ ძალიან თხლად და ამოვჭრით ფორმებს. ვაცხობთ 150-160 გრადუსზე შევარდისფერებამდე. არ ვამუქებთ. შეგიძლიათ კაკაოც დაამატოთ და გამოგივათ ყავისფერი კრეკერი,ან შერეული ზებრა კრეკერები.