ფქვილს დაუმატეთ მარილი და შაქარი. შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ცივი კარაქი, გააფხვიერეთ ცომი და ბოლოს წყალი დაუმატეთ. ჯერ ნახევარი, შეიძლება სრულად არც დაგჭირდეთ. როცა ცომი შეიკვრება, მზადაა. გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და გააჩერეთ მაცივარში 1 საათით. ცომი გააბრტყელეთ, დაჭერით მართკუთხედებად, გადაანაწილეთ ალუბლის მურაბა, თავზე იმავე ზომის ცომი დაადეთ და ჩანგლით შეკარით გვერდები. დანით დასერეთ ცომი (2-3 ჩამოსმა გააკეთეთ, ზომას გააჩნია), თავზე გადაუსვით კვერცხის გული (კარგი იქნება, სულ ცოტა რძეში თუ გახსნით) და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთით. გემრიელად მიირთვით!