ბისკვიტი: მშრალი ინგრედიენტები შევურიოთ ჯამში, რძე და კარაქი პატარა ჯამში ერთად გავაცხელოთ, ისე, რომ არ ადუღდეს. კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, ეტაპობრივად დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები საცერით. ერთგვაროვანი რომ გახდება ეს მასა, დავუმატოთ ცხელი რძის და კარაქის მასა, შევურიოთ,ბისკვიტის მასა და ჩავასხათ ქაღალდჩაფენილ (20სმ დიამეტრის) ფორმაში, გამოვაცხოთ 175°ზე 25-30წუთი. გავაციოთ გამომცხვარი ბისკვიტი,ზედაპირი დანით გავჭრათ, გასადიდებელ საკონდიტრო ფორმაში მოვათავსოთ აცეტატის ლენტა, შიგნით მოვათავსოთ ბისკვიტი, დავნამოთ რძის და შაქრის სიროფით (რძე 50გრ,შაქარი 50გრ). უნდა ჩავასხათ ჯერ შავი მუსი,1 საათი ან მეტი გავა, შემდეგ რძიანი მუსი და ბოლოს თეთრი მუსი. მუსების დამზადება განსხვავდება მარტო შოკოლადით და ჟელატინის მოცულობით, რადგან რძიანი და თეთრი შოკოლადებით ნაკლებ მყარ მასას ვიღებთ, საჭიროა გავზარდოთ ჟელატინის დოზირება 1 გრამით. ჯერ დავალბოთ ჟელატინი წყალში, შემდეგ კვერცხის გული, შაქარი და რძე ჩავასხათ პატარა ქვაბში, დავდგოთ ორთქლის აბაზანაზე, მუდმივი მორევით მოვხარშოთ თხელი სოუსივით.