ბულგარულს გამოვაცალე თესლი, ასევე გავასუფთავე ჭარხალი, სტაფილო და გავატარე ხორცსაკეპში, მივდგი გვერდით. 20 ლიტრიან ქვაბში ჩავასხი ზეთი, კარგად რომ გაცხელდა დავამატე ტომატპასტა, და კარგად მოვურიე. დავუმატე გატარებული ბულგარული, სტაფილო, წიწაკა, ჭარხალი, მწარე წიწაკა. ვადუღე 2საათი, თან ვურიე. ბოლოს დავამატე სუნელები, გატარებული ნიორი, წამოვადუღე 10 წუთი, გადავიტანე ქილებში და მოვხუფე.