ქაცვი წყალთან ერთად დააბლენდერეთ. საცერში გაატარეთ, წამოადუღეთ, დააყარეთ შაქარი და გააჩერეთ ცეცხლზე შაქრის გადნობამდე. შემდეგ გაატარეთ მარლაში, რომ მაქსიმალურად წმინდა მასა მივიღოთ. დააბრუნეთ ცეცხლზე. დაუმატეთ ჟელატინი და მუდმივად ურიეთ. ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ჩაასხით ფორმებში და შედგით მაცივარში სრულ გამაგრებამდე. ამ წესით მომზადებული ჟელეს ზამთრისთვის შენახვაც შეიძლება, ოღონდ ბოლოს ჟელეს მასა გასტერილებულ ქილებში ჩაასხით, დაახურეთ თავსახური, გააცივეთ და შეინახეთ ბნელ ადგილას.