რძეში გახსენით კაკაო და შაქარი, დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ. რომ ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ შესქელებამდე (რამდენიმე წუთი დასჭირდება). მასა რომ გასქელდება, გადმოდგით და ცხელსავე დაუმატეთ კარაქი. კარგად გახსენით, თავზე გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ კრემს ეხებოდეს და შეინახეთ მაცივარში სრულ გაგრილებამდე. მინის ან ნებისმიერ სხვა ფორმას წაუსვით ცოტა ზეთი, ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი (ისე, რომ გვერდებსაც ფარავდეს). ჯერ ცოტა კრემი წაუსვით, შემდეგ ფხვიერი ნამცხვარი (ე. წ. პეჩენია) დააწყვეთ, მერე ისევ კრემი და ა. შ. ბოლოს თავზეც გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 6-8 საათით ან მთელი ღამით. გემრიელად მიირთვით!