10-15 გ წონის ჯანჯაფილს გააცალეთ კანი და გახეხეთ. საშუალო ზომის კიტრი და ლიმონი თხელ ნაჭრებად დაჭერით. ეს ყველაფერი გადაიტანეთ 3-ლიტრიან ქილაში, დაუმატეთ პიტნის ფოთლები (5-7 ც) და დაასხით 2 ლ წყალი. ქილას თავი დაახურეთ და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მიღება.